ვაკანსიის შესახებ
- კომპანია ებიტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე პარტნიორი კომპანიისთვის
- ანაზღაურება: 4000 ლარი (ნეტ)
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- ინდუსტრია: ვაჭრობა
- სამუშაო ფორმატი: საოფისე
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქციები
- ბუღალტრული აღრიცხვის სრული წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის:
- • სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
- • ხარჯების აღრიცხვა
- • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
- • საგადასახადო აღრიცხვა
- ფულადი და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და ანალიზი
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
- აუდიტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროცესის მხარდაჭერა
- შიდა კონტროლის მექანიზმებისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესება
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- IFRS for SMEs ან IFRS ცოდნა
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით პროგრამა Excel ზედმიწევნით ცოდნა
- 4-5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში
- სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: career@ebit.ge და სათაურის ველში/Subject line მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 18 ოქტომბერი ჩათვლით
შეავსე განაცხადი და გამოაგზავნე რეზიუმე ელ-ფოსტით
შეავსე განაცხადი და გამოაგზავნე რეზიუმე ელ- ფოსტით. ჩვენი HR სამსახური დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის შეტანაელ. ფოსტით გაგზავნაგანაცხადი
განაცხადის ფორმა
შეავსეთ განაცხადი
შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: career@ebit.ge
ელ. ფოსტით გაგზავნა გირჩევნიათ? შეავსეთ განაცხადი და გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: career@ebit.ge